რატი იონათამიშვილი: დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი – მზად არიან, საკუთარი თამაშებისთვის მთელი ერი გაწირონ
“დიდ ბრიტანეთში მზად არიან, საკუთარი თამაშებისთვის მთელი ერი და სახელმწიფო გაწირონ”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი.
„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკურად ამორალური პოზიციაა, რადგან ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე ხელით სანქციებს ხსნიან და პარტნიორული თანამშრომლობისკენ დგამენ ნაბიჯებს. ეს ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი. მზად არიან, საკუთარი თამაშებისთვის მთელი ერი და სახელმწიფო გაწირონ. ამ ფონზე შეგვიძლია, იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ, რაც ქართული მედიის მიმართ აქვთ. „იმედი“ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაასანქცირეს. დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია ისტორიულად იმის მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური ხელისუფლება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა.