დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან

საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე,- ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჭიშკრის შენგრევა და პატრიარქის მისამართით ლანძღვა, კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. ჩიხელიძის თქმით, დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის- ეკლესიის წინააღმდეგ.

„საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან. მათი მხრიდან ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ზიზღის ტირაჟირება ყოველდღიურ ნორმად იქცა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ზუსტად ასეთ რადიკალურ და საშიშ ნაბიჯებში ისახება.
დღეს საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე.
ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ!“ – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები