ჩავუშოღლუ: თურქეთმა აჩვენა, რომ ნატო-ს საიმედო პარტნიორია

ანკარამ აჩვენა, რომ ნატო-ს საიმედო პარტნიორია, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანია, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

“რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ანკარას პოზიცია არის, რომ არ მოხდეს შეტაკებები, გადაიდგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად. არსებობს ღია კონტაქტები, ასევე, არსებობს კულისებს მიღმა მოლაპარაკებები. მთავარია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის მიღწევა”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, „ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ ზედმეტი დემონიზაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დაძაბულობაზე, მაგრამ დაძაბულობა არსებობს“.

„მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის შემცირების ზოგიერთი მცდელობა არაგულწრფელია და მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ “ჩვენ აქ ვართ”. ამ მომენტისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი პრეზიდენტი შუამავლური როლით გამოდის, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის არის მზად თურქეთში, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსულ მხარესთან. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ თავი ნატო-ს საიმედო პარტნიორად, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები