ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა – სააკაშვილის სასამართლო პროცესი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ანზორ ჩუბინიძემ საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით ისარგებლა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც დღეს ის იტყვის, დაცვის მხარემ შესაძლოა, ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს, რის გამოც უარს ამბობს ჩვენებაზე.
ამასთან, მისი თქმით, ის სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, შესაბამისად არ აქვს ბრალდების საქმესთან კავშირი და მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიძახა დაცვის მხარემ სასამართლოზე.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე პერიოდს, ანუ 2013 წელსაც ეხება.