ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 11 857 თბილისში, 3 730 – იმერეთში, 2 011 – აჭარაში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა – 2 011, იმერეთი – 3 730, ქვემო ქართლი – 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია – 642, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 253, მცხეთა-მთიანეთი – 597, სამცხე-ჯავახეთი – 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.

ამას გარდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო შვიდი დღის – 32,45%.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 036 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 901 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 375 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 141 231 გამოჯანმრთელდა, 15 351 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები