თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში ლეტალობის რისკი „დელტასთან“ შედარებით დაბალია, თუმცა, გამორიცხული არ არის

“გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო „დელტას“ შემთხვევაში, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევები იქნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სიფრთხილე მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ პირებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ვინც ვაქცინირებული არ არის. მნიშვნელოვანია დროული მიმართვა და ექიმის მეთვალყურეობა. ჩაღრმავებული ანალიზი მიმდინარეობს გარდაცვლილებზე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს რომელი კოჰორტიდან არის გარდაცვალების შემთხვევები, რამდენად უკავშირდება ეს „ომიკრონს“. ის, რომ „ომიკრონი“ სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, არ არის სწორი მოლოდინი. სიფრთხილე და მართვის ეფექტურობა, ამ შემთხვევაში არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ეს იყო ყველა შტამის დროს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები