თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავიდა.

„ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1048 პაციენტი. მობილიზებულია ასევე ცალკე ბავშვებისთვის საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის 1-დან 3 დღემდე. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება და სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და, როგორც კი დიაგნოზი დაუდასტურდებათ, შეუძლიათ, ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისგან მიიღონ რჩევა. ტესტირების პროგრამა გრძელდება ისევე, როგორც ეს გასული თვეების განმავლობაში იყო. უსიმპტომო პირებში ჩვენ ვნახეთ 20-23% შემთხვევებისა დასტურდებოდა, ამდენად, ეს პროგრამა გაგრძელდება,“ – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები