დღეს პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. სესია პლენარული სხდომით გაიხსნება.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დღეს საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. მანამდე, დეპუტატები დოკუმენტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციის ტექსტს არ იზიარებენ. თუმცა, აცხადებენ, რომ თუ მმართველი გუნდი მასში ცვლილებებს შეიტანს და უფრო მკაფიოს გახდის, თუ ვისგან ემუქრება უკრაინას საფრთხე, ისინი პროექტს მხარს დაუჭერენ.