გიორგი ამილახვარი: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობის შემოსატანად შემოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობის შესატანად შედის.

„ისინი არასდროს შემოდიან საგნობრივ ოპონირებაში. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობის შემოსატანად შემოდიან. ხვალ ალბათ მორიგ მასკარადს და პოლიტიკური კეკლუცობის ნათელ მაგალითს ვიხილავთ. სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგს ისინი საზოგადოებას ვერ სთავაზობენ, გარდა ერთისა, რომ ბელადომანიის გარშემო გაერთიანდნენ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები