კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, სიმბოლოა ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის

ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის.

„ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

ეს 50 მლნ-იანი ინვესტიცია ფინანსური კორპორაციიდან არის უმსხვილესი ერთი პროექტის რეგიონში და იგი ცხადყოფს, აშშ-ის მხარდაჭერას ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ.

მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. პორტი მართვის მიმართულებით, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონს სარგებელს მოუტანს.

საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს ფოთის ტერიტორიაზე სხვა სამუშაო ადგილების შექმნას დამხმარე მიმართულებით. რა თქმა უნდა, საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთსა და ვაჭრობას შეუწყობს ხელს, როგორც პრემიერმა ბრძანა. გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით პანდემიის დროს. ჩვენ ყველანი კარგად ვაანალიზებთ იმას, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარე სამყაროს.

აი, ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარე. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის, რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი მიწოდების ჯაჭვში ალტერნატიულ გზებს ეძებს.

ამის გარდა, ზღვის პორტი რის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები