ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიეტნამის სახელმწიფო საინფორმაციო პორტალი VietnamNews-ი ავრცელებს.

„ცენტრალურ პროვინციებში დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია, სულ მცირე ცხრა ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ყველაზე მეტი დაღუპული დაკ ლაკის (16) და ხან ჰოას (14) პროვინციებშია“, – იუწყება პორტალი ვიეტნამის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სადაც აღნიშნული ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურია განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 52 000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა და 13 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო კულტურები განადგურდა. დაზარალებული რეგიონებიდან სულ 61 793 ადამიანი იქნა ევაკუირებული, ხოლო ბევრი ოჯახი კვლავ რჩება დატბორილ რაიონებში დახმარების მოლოდინში, განსაკუთრებით დაკ ლაკისა და ხან ჰოას პროვინციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები