“სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი კლებას დაიწყებს” – ვახტანგ კალოიანი

“მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება, თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი დატვირთვა ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე მოდის.

“ახლა ვართ ძირითადი გავრცელების ფაზაში, ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინკლინიკებსა და ოჯახის ექიმებს. მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება – თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას”, – აცხადებს კალოიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები