თამთა მეგრელიშვილი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა უმაღლესი კლასი

“ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა უმაღლესი კლასი. პირველი და მთავარი – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ, ამავდროულად, ტექსტს მსოფლიოში ვერავინ ეყოლება შემდავებელი (თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი), იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი”, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორმა, თამთა მეგრელიშვილმა imedinews-თან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს.

„ქვეყნის შიგნით, ერთი ის რომ, გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, არ დაფიქსირდა მათთან ერთად ხელმომწერად, რითაც თავი დაიზღვია პროვოკაციული რიტორიკისგან როგორც ახლა, ისე (განსაკუთრებით) მომავალში. და მეორე – იმავდროულად, ოპოზიციასაც დააფიქსირებინა, რომ რეზოლუციის პრინციპებს ეთანხმებიან. მართლა ბრავო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები