ნატო მოითხოვს, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარები გაიყვანოს – პასუხი მოსკოვის ულტიმატუმზე

რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე და დეესკალაციის იმედით, ნატო აძლიერებს ყოფნას, მათ შორის, ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ განმუხტოს სიტუაცია. ნატო დარწმუნებულია, რომ უთანხმოება და დაძაბულობა პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს და არა – ძალით ან ძალის მუქარით”, – თქვა მან.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ “პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატების იმედით”, ნატო “უარესისთვის ემზადება”.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას, მათ შორის, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში“, – განაცხადა მან.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა, დეესკალაციის ფარგლებში, „უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები