ლავროვი: აშშ უბიძგებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ

შეერთებული შტატები კიევს, რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ უბიძგებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.

„ამ ბოლო დროს, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც საფუძვლიანად დაივიწყეს დიპლომატიის კულტურა, აორმაგებენ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის შეკავებისთვის. საკმარისია შევხედოთ ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო პროვოკაციული სამხედრო მანევრების ჩატარებას, კიევის რეჟიმის ნატო-ს ორბიტაზე შეთრევას, მათთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ ბიძგებს”,- დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები