რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 70 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 74 692 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის  ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გუშინ 67 809 შემთხვევა იყო.

ასევე, ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსით 657 ადამიანი გარდაიცვალა.

ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ 12 226 შემთხვევა  შეადგინა, რაც წინა დღესთან შედარებით 4,8%-ით ნაკლებია.

პანდემიის დაწყებიდან რუსეთში ინფიცირების  11,3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 328 105 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები