ოლაფ შოლცი: რუსეთისგან დეესკალაციისთვის მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ველოდებით

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ამის შესახებ მან ბერლინში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აუცილებელია ერთობლივი მოქმედება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებულ ძალიან რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც დიდი რაოდენობით რუსული ჯარებია განლაგებული. აუცილებელია ყველაფრის გაკეთება სიტუაციის დეესკალაციისთვის. ამიტომ, მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით, მათ შორის, რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა შოლცმა.

მან დასძინა, რომ არსებობს ევროპული ქვეყნების ერთიანი პოზიცია, რომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში, მაგალითად, ევროკავშირის, ნატო-ს და ეუთო-ს ფარგლებში, ასევე, ნორმანდიის ფორმატში.

მაკრონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 28 იანვარს სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მოისმენს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის განზრახვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები