ბაიდენი მზად არის, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პუტინის წინააღმდეგ პირადი სანქციები დააწესოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მზად არის, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პირადი სანქციები დააწესოს.

ამის შესახებ ბაიდენმა CNN-ს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების უკიდურესი გაურკვევლობა, რადგან შეჭრის გადაწყვეტილებას პირადად პუტინი იღებს.

“ეს მხოლოდ პუტინია. მე არც კი ვფიქრობ, რომ მისმა ხალხმა ზუსტად იცის, რას აპირებს ის”, – თქვა ბაიდენმა.

მან თქვა, რომ მზადაა, სანქციები თავად პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს, რასაც აშშ-ის წინა პრეზიდენტები ერიდებოდნენ.

კითხვაზე, როდესმე გიფიქრიათ პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესებაზე, თუ ის უკრაინაში შეიჭრება? ბაიდენმა თქვა: “დიახ”.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ პუტინის ბუნდოვანი ზრახვები დამაბნეველია როგორც თავად ბაიდენისთვის, ასევე, სხვა დასავლელი ლიდერებისთვის.

”მე ვიქნები სრულიად გულწრფელი თქვენთან, ეს ცოტათი წააგავს ჩაის ფოთლებზე მკითხაობას”, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები