Pfizer/BioNTech-მა “ომიკრონზე” მორგებული ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა – Pfizer-მა და BioNTech-მა “ომიკრონზე” მორგებული ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს.

ამის შესახებ კომპანიების განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ცდები დაწყებულია 18-დან 55 წლამდე ჯანმრთელ პირებში.

კვლევის დროს შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფი, რომ მოხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინის და მისი განახლებული ვერსიის შედარება.

დაწყებულ ცდებში, სავარაუდოდ, 1420 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები