ლატვიაში მრავალჯერადი ქსოვილის ნიღბების ტარება აიკრძალა

ლატვიაში დღეიდან ნაჭრის პირბადის ტარება საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი და რესპირატორი FFP2.

ამის შესახებ Delfi წერს.

ნაჭრის ნიღბების ტარება დასაშვები იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გარდა ამისა, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაკვეთილებზე გამოიყენონ მოსწავლეთა საჭიროებისთვის შეძენილი არასამედიცინო ნაჭრის ნიღბები.

ასევე, შვიდიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ნაჭრის ნიღბები სხვა საზოგადოებრივი ადგილების მონახულებისას.

თავის მხრივ, 12 წლიდან მოსწავლეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტუმრობისას, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, უნდა გამოიყენონ სამედიცინო ნიღბები ან FFP2 რესპირატორები.

ლატვიის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ნიღბების ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მასალისგან დამზადებული ნიღბები, მისი ეფექტურობა 90%-ს აღწევს. ქსოვილის ნიღბები საკმარისად ვერ ინარჩუნებენ მცირე ნაწილაკებს, მათ შორის, ვირუსებს შესუნთქვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები