ბიძინა კულუმბეგოვი: გაუქმდეს “მწვანე პასპორტი”, ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი
“მწვანე პასპორტის” და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი გონივრული ნაბიჯი “მწვანე პასპორტის” გაუქმებაა.
“მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია”.
– ანუ დღეს 112 -ის ზარით, თუნდაც “მწვანე” პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?
– მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია!
– გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი”,- წერს კულუმბეგოვი.