ამირან გამყრელიძე: პირი, რომელიც არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კონტაქტი ოჯახის ექიმთან, კოვიდგადატანილთა ბაზაში შევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირი, რომელიც არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კონტაქტი ოჯახის ექიმთან, კოვიდგადატანილთა ბაზაში შევა და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებს.
„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.