როგორ მოვიქცეთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში? – NCDC-ის რეკომენდაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
“წარმოგიდგენთ ინსტრუქციას ინფიცირებულთან კონტაქტირებულთათვის:
შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან;
დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტინში 8 დღით, (აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი 9 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში) თუ:
არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.
თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:
გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის
შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!
დარჩი სახლში, ნუ გაავრცელებ ვირუსს, ერთად დავამარცხოთ პანდემია!”, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.