მთაწმინდის რაიონში ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად ა.შანიძის ქ. N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.
სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, საძირკველი და კედლები გამაგრდა. მოეწყო სეისმური სარტყელი, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო. კარის ღიობები მოჩარჩოვდა, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისვა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 214 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები