„კაზანტიპის” ფესტივალი კანონის ფარგლებში უნდა ჩატარდეს“

  პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი საქართველოში „კაზანტიპის“ ფესტივალის ჩატარებას ეხმაურება. როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში “კაზანტიპის” ფესტივალი კანონის ფარგლებში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იქნეს დაცული და წინააღმდეგობაში არ მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობასთან.
“ბოლო პერიოდში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ამ ფესტივალთან დაკავშირებით, ზოგი სწორი და ზოგი – ტყუილი. მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ფესტივალი საქართველოს კანონმდებლობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და ის ნორმების დაცვით უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ვოლკიმ. “კაზანტიპის” ფესტივალი ანაკლიაში 20 აგვისტოდან 30 აგვისტომდე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები