პიტერ სიიარტო: უკრაინის ქუჩებში სასტიკი დევნა მიმდინარეობს – სისტემატური ცემა და წამება მიმართულია მათკენ, ვისაც არ სურს ჯარში წასვლა

უკრაინის ქუჩებში სასტიკი დევნა მიმდინარეობს – სისტემატური ცემა და წამება მიმართულია მათკენ, ვისაც არ სურს ჯარში წასვლა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მათ დაიწყეს იმ პირების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანის პროცესი, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი.

„უკრაინის ქუჩებში სასტიკი დევნა მიმდინარეობს – სისტემატური ცემა და წამება მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვისაც არ სურს ჯარში წასვლა. ერთი უნგრელი მამაკაცი დაიღუპა იძულებითი მობილიზაციის დროს ცემის შედეგად. დღეს ჩვენ დავიწყეთ იმ პირების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანის პროცესი, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები