ადვოკატი: ჩვენი ყველა მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თუმცა, არის გარკვეული შემოთავაზებები

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც მათი ადვოკატი, სოლიდარობის ქსელის იურისტი, დავით ომსარაშვილი აცხადებს, მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა, სამინისტროს გარკვეული შემოთავაზებები ჰქონდა.

„სანამ არ იქნება დასაქმებულებს შორის შეხვედრა, უფრო კონკრეტულად მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვქონდა, არ არის დაკმაყოფილებული სამინისტროს მხრიდან, თუმცა, არის გარკვეული შემოთავაზებები, ხედვები, დათმობები, ასევე, უარიც” , – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები