სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდება
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდება. შეხვედრა დღეს, 21 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.
ბარკალაიას თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ მათი თანამშრომლების შრომითი პირობები ადეკვატური იყოს.
როგორც ის ამბობს, არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამისთვის და ისინი მზად არიან, თანამშრომლებთან მუშაობა გააგრძელონ.
17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ.