ნინო წილოსანი – ჩემი დაკავშირება ნებისმიერ ფაქტთან წარმოუდგენელია, ამ სიუჟეტებით თქვენი მცდელობები ისედაც არასერიოზულ გადაცემებს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის

გუშინდელს მერე რამდენიმე ახლობელი და ნათესავი მიკავშირდება, თურმე “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” აქტიურად ინტერესდება მათი ბიზნესსაქმიანობით და, რაც მთავარია, ამ ინტერესის ძირითადი ხაზი მათი ჩემთან ნათესაობა ან ნაცნობობაა. რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მე მათ საქმიანობასთან დამაკავშირებდა, ჩემს დაინტერესებას ან/და მიკერძოებულობას გამოკვეთდა რაიმე ფორმით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, პოლიტიკაში მისი ჩართვის დღიდან მაქსიმალურად დისტანცირებული იყო და ოდნავი შემხებლობაც არ ჰქონია მისი ახლობლების ინტერესებთან და პირიქით, და, პირიქით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არც კი იცნობდა, შეეძლო დაკავშირებოდა და მისი კომპეტენციის ფარგლებში უანგაროდ მიეღო დახმარება. ამის მიუხედავად, “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” სრულიად სხვა სურათის დახატვას ცდილობს

„გუშინს მერე რამდენიმე ახლობელი და ნათესავი მიკავშირდება, თურმე “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” აქტიურად ინტერესდება მათი ბიზნესსაქმიანობით და, რაც მთავარია, ამ ინტერესის ძირითადი ხაზი მათი ჩემთან ნათესაობა ან ნაცნობობა არის
რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მე მათ საქმიანობასთან დამაკავშირებდა, ჩემს დაინტერესებას ან/და მიკერძოებულობას გამოკვეთდა რაიმე ფორმით!!
თუ ვინმე მიცნობს ან ჩემზე სმენია, იცის, რომ ჩემი პოლიტიკაში ჩართვის დღიდან მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავი და ოდნავი შემხებლობაც არ მქონია ჩემი ახლობლების ინტერესებთან
და, პირიქით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არც კი ვიცნობდი, შეეძლო დამკავშირებოდა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში უანგაროდ მიეღო დახმარება.
მაგრამ რად გინდა? ამის მიუხედავად, “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” სრულიად სხვა სურათის დახატვას ცდილობს
ამ მცდელობის მიუხედავად კი კიდევ ერთხელ დაგამშვიდებთ, რომ ჩემი დაკავშირება ნებისმიერ ფაქტთან წარმოუდგენელია
ამ სიუჟეტებით თქვენი მცდელობები, ისედაც არასერიოზულ გადაცემებს, კიდევ უფრო სასაცილოს ხდის
პ.ს. გუშინ ჩემი 10 წლის შვილი მირეკავდა. საქართველოში არ ვიყავი და მამამისთან რჩებოდა სახლში. ძალიან დასტრესილი და აღელვებული ჩანდა. შეშინებული იმით, რომ კარზე არ წყდებოდა ზარი, რომ ვიღაც ჟურნალისტები იყვნენ კართან და მისი აღქმით სახლში უვარდებოდნენ. შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა…
10 წლის ბავშვის აღქმაში რომ ამგვარად ისახება “ქართული ჟურნალისტიკა“ ეს ცალკე საკითხია და ფაქტობრივად რომ ზონდერების მსგავსი ქცევები დასჩემდა ბევრ ჟურნალისტს – ეს კიდევ ცალკე პრობლემა
ისე კი იმედი მაქვს, როგორც რადიკალური ოპოზიცია მარგინალიზდა, ასევე მარგინალიზდება და მილევად რეჟიმში გადავა ჟურნალისტიკის ის ნაწილი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს საქმიანობაში ! – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები