თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალს მოვუწოდებთ, გაიკეთონ “ბუსტერ” დოზა

“სამედიცინო პერსონალს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაიკეთონ “ბუსტერ” დოზა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, „ომიკრონის“ მართვაში პრობლემად მედპერსონალის ინფიცირება გახდეს.

„სამედიცინო პერსონალს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაიკეთონ “ბუსტერ” დოზა, რადგან ერთ-ერთი რისკი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელიც შესაძლოა, დადგეს, არის ის, რომ თუ დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი, რა თქმა უნდა, რთული იქნება იმ დიდ ნაკადებთან გამკლავება, რომელიც შესაძლოაზ „ომიკრონის“ შემთხვევაში დადგეს. ამდენად, სამედიცინო პერსონალის დაცვა დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინირებულია, „ომიკრონის“ შემთხვევები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და „ომიკრონთან“ დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შემთხვევები მაღალი არ არის.

“თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პირებში, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ჯერჯერობით აცრა არ ჩაუტარებიათ, მეტი სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები