კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა.

გავრცელებული ინფრომაციით, რამდენიმე სამსახური ერთმანეთს შეერწყა და გაერთიანდა.

სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რეორგანიზაცია გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდა.

“რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში 17 სამსახურის ნაცვლად დარჩა 11, დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა და სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია.
სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები