“ბუსტერ” დოზა ინფიცირებისგან 3-ჯერ უფრო მეტად იცავს” – ალექსანდრე გოგინავა

“იმ ადამიანებში, რომლებიც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები, დაახლოებით, 3-ჯერ მცირდება გადადების რისკი”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, მისი თქმით, “ბუსტერული” დოზა ინფიცირებულს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგანაც იცავს.

“სრულფასოვანი ვაქცინაცია, ვგულისხმობ – “ბუსტერის” ჩათვლით, გვიცავს “ომიკრონის” და სხვა შტამების მძიმე მიმდინარეობისგან. “ომიკრონის” შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 80% , 80%-ში ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს, ჰოსპიტალიზაციის რისკებს, შესაბამისად, გვეყოლება ნაკლები მძიმე პაციენტები და ჰოსპიტალი იქნება ნაკლებად გადავსებული”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები