მაია ბუწაშვილი: წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული
“კოვიდინფიცირებულებში „კატეს“ გაკეთება ძალიან იშვიათადაა საჭირო, ჩვენ წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გადაღება მძიმე შედეგებს მოიტანს.
„კოვიდინფიცირებულებში „კატეს“ გაკეთება ძალიან იშვიათადაა საჭირო, ჩვენ წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად. ფილტვის დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა – ბაქტერიით“, – განმარტა მაია ბუწაშვილმა.