პოლონეთში კორონავირუსის მეხუთე ტალღაა – დღეში 60 ათასი ინფიცირებულის გამოვლენას ვარაუდობენ
პოლონეთი პანდემიის მეხუთე ტალღაში შევიდა. “ომიკრონის” გავრცელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი მატება ისეთ დონემდე, რომელიც აქამდე არც ყოფილა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძელსკიმ განაცხადა, წერს Reuters-ი.
„ჩვენი პროგნოზია, რომ ინფიცირების პიკი თებერვლის შუა რიცხვებში იქნება და ეს პიკი იქნება დღეში, დაახლოებით, 60 ათასი შემთხვევა“, – თქვა ნეძელსკიმ.
პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში ინფიცირების დღიური ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წლის პირველ არპილს დაფიქსირდა, როდესაც 35 251 შემთხვევა იყო.
მინისტრმნა ივარაუდა, რომ დღეს ქვეყანაში უკვე 20 ათასი შემთხვევა დადასტურდება.
14 იანვარს პოლონეთის პრემიერმინისტრთან არსებული სამედიცინო საბჭოს 17 წევრიდან 13-მა თანამდებობიდან გადადგა იმ მოტივით, რომ პოლიტიკაზე სამეცნიერო გავლენას ვერ ახდენენ.
როგორც ერთ-ერთმა გადამდგარმა წევრმა, დოქტორმა, კონსტანტინ შულჟინსკიმ თქვა, იმ ქვეყნებში – სადაც ბევრად მკაცრი ზომები იქნა დაწესებული, სიკვდილიანობის მაჩვენებლი ბევრად დაბალი იყო და რომ მეხუთე ტალღა ჯანდაცვის სამსახურზე უზარმაზარ დატვირთვას გამოიწვევს.