რუსეთის საგარეო უწყებაში უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ქვეყნის საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ამის შესახებ TASS-ს The New York Times-ში გავრცელებული მასალის საპასუხოდ განუცხადეს.

The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა კიევიდან და ლვოვიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო. შესაბამისი განკარგულება უკვე გაცემულია.

აღინიშნება, რომ კიევსა და ლვოვში რუსეთის საკონსულოებს 30-მდე თანამშრომელი უახლოეს მომავალში დატოვებს.

ამასთან, 5 იანვარს უკრაინა 18-მა ადამიანმა უკვე დატოვა – ძირითადად, რუსი დიპლომატების შვილებმა და ცოლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები