პოროშენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 19 იანვარს გამოაცხადებს

უკრაინის, პეჩერის რაიონული სასამართლო, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტია “ევროპული სოლიდარობის” ლიდერის, პეტრო პოროშენკოს “სახელმწიფო ღალატის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას 19 იანვარს გამოაცხადებს.

მოსამართლე გადაწყვეტილებას ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გამოაცხადებს.

მანამდე, მოსამართლე სათათბირო ოთახში თითქმის 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სასამართლოს შენობასთან კი პოლიტიკოსს ათობით მომხრე ელოდა.

პეტრო პოროშენკო კიევში ვარშავიდან 17 იანვარს დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები