BKA: გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გერმანიაში გასულ წელს ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

ქვეყნის ფედერალური კრიმინალური ოფისის (BKA) წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა თითქმის 6%-ით გაიზარდა და 47 303 შემთხვევა შეადგინა.

უწყებას ოფიციალური მოთხოვნით, ბუნდესტაგის წევრმა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (“AfD”) მარტინ ჰესიმ მიმართა.

Deutche Welle წერს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი დონე 2001 წლის შემდეგ. არ გამოირიცხება, რომ რიცხვებს კორექტირება დასჭირდეს, პასუხის დაგვიანებიდან გამომდინარე.

ძალაუფლების სტრუქტურები სტატისტიკას აკავშირებენ პანდემიის ფონზე იმას, თუ რაც ხდება გერმანულ საზოგადოებაში.

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, ისევე – როგორც 2020 წელს, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების უმეტესობა მემარჯვენეებმა ჩაიდინეს (19 ათასზე მეტი), ხოლო 9 ათასი დანაშაული მემარცხენეების მიერ არის ჩადენილი.

ამავდროულად, 17 ათასზე მეტ შემთხვევაში პოლიციამ ვერ შეძლო დანაშაულების კლასიფიკაცია რაიმე იდეოლოგიური კრიტერიუმის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები