თამარ გაბუნია: სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ფუნქციონირება საკლასო გარემოში გააგრძელონ.
„დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც არის უცვლელი, რომ სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება. ისინი ადაპტირებული არიან იმ პროტოკოლზე, რომელიც საჭიროა ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია, გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი დისტანციური სწავლების ამოქმედებისთვისაც. ბავშვებს და მშობლებს სთავაზობენ, რომ მათ აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ და ამ კუთხით ეს ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი – სკოლებში 70%-ს აღემატება ვაქცინირებული პერსონალის რაოდენობა და ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.