რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის

რუსეთის შეჭრის პოტენციური შესაძლებლობის პირობებში, ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინას მივაწოდოთ მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი იარაღის სისტემები”, – განაცხადა უოლესმა პარლამენტში და დასძინა, რომ პირველი სისტემების გაგზავნის დროს ასევე გაემგზავრება ბრიტანელი პერსონალის მცირე რაოდენობა, რომელთა ამოცანა იქნება მოკლე დროში სწავლების გამართვა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია არც იარაღის ტიპი და არც რაოდენობა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს სისტემები არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

“ისინი შექმნილია თავდაცვისთვის”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები