ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დიდია შანსი, რომ “ომიკრონის” შემდეგ ორგანიზმში კოვიდი ხანგრძლივი დროით დარჩეს.

წინასწარი პროგნოზით, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში შემთხვევათა ზრდას ელიან.

„როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, იანვრის ბოლოსკენ, თებერვლის პირველ ნახევარში, ყველა პროგნოზირებადი კვლევა აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობის მატება იქნება, მაგრამ ეს იქნება 10 000, 20 000 თუ მეტი, ამის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, უბრალოდ, ჩვენ მივყვებით ლოგიკას და იმ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს, რომელსაც მსოფლიოს ესა თუ ის ინსტიტუცია აქვეყნებს. ამიტომ, ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს – ეს არის ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი რგოლის მზაობა, აქ იგულისხმება ჯანდაცვის სექტორი და მოსახლეობისადმი თხოვნა – ვაქცინა, “ბუსტერული” დოზის დამატება და პირბადის ტარება.

ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მეტნაკლები დანაკარგებით გადავიტანოთ ეს ტალღა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები