Global News: კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის ელიტური ჯგუფი გაგზავნა
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების მზარდი დაძაბულობისა ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ელიტური ჯგუფი (CSOR) გაგზავნა.
ამის შესახებ Global News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ კანადის სპეცრაზმის ყოფნა ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილია, რათა შეაკავონ რუსული აგრესია უკრაინაში და განსაზღვრონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები.
გამოცემის წყაროს ცნობით, დანაყოფის მისია ასევე არის, რუსეთის მიერ შეჭრის შემთხვევაში, კანადელი დიპლომატების ევაკუაციაში დახმარება.
ამასთან, არც კანადის მთავრობას და არც შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ უკრაინაში სპეცრაზმის ყოფნა, გარდა იმისა, რომ ეს სპეცრაზმი ჩართული იყო კანადის უფრო ფართო დახმარებაში.
როგორც სარდლობის პრესმდივანმა, ამბერ ბინომ აღნიშნა, კანადური ქვედანაყოფები 2020 წლიდან ატარებენ წვრთნებს, ასევე, „გამოცდილებას უზიარებენ“ უკრაინელ კოლეგებს.
თუმცა, გამოცემა ძალოვანების ახალ შემადგენლობაზე წერს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, კიევში ვიზიტის დროს, მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს: „რუსული ჯარებისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია უკრაინაში და მის გარშემო საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელს რეგიონში“.
მისი თქმით, “ეს აგრესიული ქმედებები უნდა შეჩერდეს. კანადა იმუშავებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად და უკრაინელების უფლებებისა და ღირსების დასაცავად”.