სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობს მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების და კეთილმოწყობის სამსახურები. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

“სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ არსებობს. თუ სადმე რაიმე პრობლემა შეიქმნება, მისი აღმოფხვრა შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდება”,- აცხადებს ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები