16 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ეროვნული სასახლის გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა (თაო) და ეროვნული სასახლის ვოკალის სკოლის გუნდის ერთობლივი საშობაო კონცერტი გაიმართება

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, ეროვნული სასახლის გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა (თაო) და ეროვნული სასახლის ვოკალის სკოლის გუნდის ერთობლივი საშობაო კონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულდება ყველასთვის ნაცნობი საშობაო ჰანგები, რომელიც ბევრისთვის ასოცირდება საყვარელ საახალწლო კინოფილმებთან. კონცერტის მაესტრო, დირიჟორი- მირიან ხუხუნაიშვილი; გუნდის ხელმძღვანელი: სოფო ტოროშელიძე; სოლისტები: ანკა თათარაშვილი, თეკლა წვერიკმაზაშვილი, ლუკა ნიავაძე, მერცია ქუთათელაძე; კონცერტი ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები