გიორგი გამსახურდია – სააკაშვილის განცხადებაზე: არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში

რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო…, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

“არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში, ეგრე წარუდგინა თავი ჟურნალისტს, მარია გრაჩიკს და, შესაბამისად, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო…”, – წერს გიორგი გამსახურდია “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ – თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები