მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან პარლამენტში შემოსვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტი შესვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში არშესვლით “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს საკუთარ ამომრჩეველს უცხადებდა.

„ის, რასაც აკეთებდნენ ამ ხნის განმავლობაში, წელიწადზე მეტია, როდესაც პრაქტიკულად ბოიკოტს უცხადებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, იყო არასწორი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან პარლამენტში შემოსვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები