იაგო ხვიჩია – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს: ვურჩევდი, რომ არ გაასაჩივრონ

“მოვისმინე, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და ამ საქმეს საშუალება უნდა მისცეს, დამთავრდეს”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთელს ურჩია, რომ განაჩენი არ გაასაჩივრონ.

მისი განმარტებით, თუ დაცვის მხარე აღნიშნულ საქმეს გაასაჩივრებს, სასამართლოს სხვა ასეთივე გადაწყვეტილება ექნება, რომელმაც შეიძლება, ეს საქმე უარესად დაამთავროს, ან არ დაამთავროს და პროცესი დაუსრულებელი გახადოს.

„100 პროცენტით ვერასოდეს ვერ დავადგენთ, რა დგას დღევანდელი გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და ამ საქმეს საშუალება უნდა მისცეს, დამთავრდეს. თუ საქმეს გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ საქმე პროკურატურამ გაასაჩივრა. თუ ამას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, პროკურატურას საშუალება ექნება, ეს საქმე იმდენი ხანი გააგრძელოს, რამდენი ხანიც უნდა და თან ეს დააბრალოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას არ მივაქცევდი, ვიცით, რომ ეს სასამართლო მანამდეც არ იყო. თუ გაასაჩივრებენ, ასეთივე სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც შეიძლება, ეს საქმე უარესად დაამთავროს ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს. ამ საქმით მე რომ დავიღალე, წარმომიდგენია, საქმეში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები