ტურიზმის დეპარტამენტი გიდებზე ვაკანსიას აცხადებს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მობილური გიდების შერჩევა დაიწყო. როგორც “კვირას” ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვაკანსია 80 შტატგარეშე თანამდებობაზეა გამოცხადებული. კონკურსში კი 300-ზე მეტი კანდიტატი მონაწილეობს. ტესტირება საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მიმდინარეობს. კონკურსი 23 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდება. მობილური გიდებისთვის სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ფლობა. სხვა ენის ცოდნა დამატებით პრიორიტეტად მიიჩნევა. სასურველი ასაკია 21 წლიდან. თანამდებობრივი სარგო 1000 ლარია. მობილური გიდები საქართველოს საზღვრებზე ვიზიტორებს დახვდებიან და აეროპორტებსა და საბაჟოებზე შემოსულ მოგზურებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ, ტურისტებს საინფორმაციო ბუკლეტებს მიაწოდებენ და რეკომენდაციებს გაუწევენ. კონკურსის დასრულების შემდეგ “მობილური გიდები” შემდეგ პუნქტებზე გადანაწილდებიან – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -16 გიდი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 8 გიდი; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 8 გიდი; საბაჟო – გამშვები პუნქტი “სადახლო” – 12 გიდი; საბაჟო -გამშვები პუნქტი “წითელი ხიდი” – 12 გიდი; საბაჟო – გამშვები პუნქტი “სარფი” – 12 გიდი და საბაჟო – გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” – 12 გიდი.