სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. საქართველოს სახელით, მის ოჯახს ვუსამძიმრებ. დევიდ სასოლი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალიბებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “Twitter”-ზე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.