თინა ხიდაშელი: დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ და ჩვენ ხაზარაძე-ჯაფარიძის სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებულები

დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ და ჩვენ ხაზარაძე-ჯაფარიძის სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებულები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეა” დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

”შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა მსოფლიო წესრიგის უზრუნველსაყოფად;

– ის, რაც ამ დღეებში მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონს შორის ხდება, სრულიად პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენთან – დეკოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ;

– ანუ მარტივად ჩვენი ბედი წყდება.

ამასობაში ჩვენ რით ვართ დაკავებული?

იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის წინაშე მდგომი ეზგისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ სრული ეროვნული კონსოლიდაცია გამოვაცხადოთ ხაზარაძე – ჯაფარიძის მიმართ პიროვნული ბოღმების ნთხევით, აბსურდული პროცესის სრულიად სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებული ღმერთო დაიფარე საქართველო!”, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები