11 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 565 799 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 565 799 აცრა.
“სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 299 971. ადამიანი ->18 ასაკის მოსახლეობის 45.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 174 297 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 40.9%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 89 685 ადამიანს. 10 იანვარს აიცრა 10 881 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.